ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა
ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „უოტფორდმა“ სახლში ჩემპიონშიფის მესამეადგილოსან „საუთჰემპტონთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
მატჩს 16 688 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 4 029 სტუმართა გულშემატკივარი იყო.
მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან გატანილი გოლით მათეუს მარტინსმა დააწინაურა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. რეგლამენტის მიხედვით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და გადათამაშება 10 დღის შემდეგ საუთჰემპტონში გაიმართება.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 86-ე წუთზე კი შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore
7.0, whoscored 6.9, sofascore 6.7.
„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 4 ფრე) და შემდეგ შეხვედრას 31 იანვარს ჩემპიონშიფში გასვლაზე „შეფილდ უენსდეისთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 მარტინსი (5), 1:1 არმსტრონგი (89)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.