ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძის შესანიშნავი დრიბლინგი, მეექვსე საგოლე პასი და "უოტფორდის" გამარჯვება

ჩაკვეტაძის შესანიშნავი დრიბლინგი, მეექვსე საგოლე პასი და "უოტფორდის" გამარჯვება

ჩემპიონშიფის ოცდამეთოთხმეტე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლუთონი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გარღვევის შემდეგ ედო კაიემბეს გაატანინა. ჩაკვეტაძე 90+6-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: whoscored 7.6, flashscore 7.6, sofascore 7.3.
ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 32 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და 1-ელ მარტს სტუმრად „სტოკს“ შეხვდება.
უოტფორდი - ლუთონი 2:0
გოლები: 1:0 დელე-ბაშირუ (11, პენ), 2:0 კაიემბე (23)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.