ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
![ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/e6e9b7134a14415a0df29108b65393cd-Fhppjs.jpeg)
MLS-ის პირველ ტურში "ატლანტამ" "მონრეალი" 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში საბა ლობჟანიძემ 2 საგოლე პასი მიითვალა.
საბამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 42-ე წუთზე ქართველის კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარში ლატე ლათმა გადაგზავნა და ანგარიში გაიხსნა.
ნათან სალიბამ ანგარიში გაათანაბრა, 63-ე წუთზე კი ლათმა დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე ოსეი ოვუსუმ გაათანაბრა, 85-ე წუთზე კი ედვინ მოსკერამ გაიტანა და "ატლანტას" მოაგებინა.
შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასულ სეზონში MLS-ში "ატლანტას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასი მიითვალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.