არქივი12 თებერვალი, 2025, 02:07
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სახლში ლიდერ "ლიდსთან" განადგურდა

ჩემპიონშიფის ოცდამეთორმეტე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ლიდსთან“ 0:4 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.6, whoscored 6.4, flashscore 6.3.
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 42 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „მიდლსბროს“ შეხვდება.
უოტფორდი - ლიდსი 0:4
გოლები: 0:1 ჯეიმსი (20), 0:2 ჯეიმსი (28), 0:3 სოლომონი (35), 0:4 პირუ (62)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.