ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"უოტფორდმა" თურქულ კლუბს ჩაკვეტაძის ტრანსფერზე უარი უთხრა

"უოტფორდმა" თურქულ კლუბს ჩაკვეტაძის ტრანსფერზე უარი უთხრა

თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "ტრაპზონსპორმა" "უოტფორდს" გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.
თუმცა, ინგლისურმა კლუბმა უარით უპასუხა, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდა.
"უოტფორდი" 31 ტურის შემდეგ ჩემპიონშიფში 42 ქულით მეათე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და დღეს ლიდერ "ლიდსს" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.