ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „შეფილდ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, ერთხელ გატანა მეკარე მაიკლ კუპერმა არ დაანება, აგრეთვე რამდენიმე სახიფათო გადაცემა გააკეთა, რომლებიც პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს - შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 6.9, whoscored 6.8.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს ლონდონში „ფულჰემთან“ გამართავს.
უოტფორდი - შეფილდ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 ჰამერი (13), 1:1 ნგაკია (20),
1:2 ბრუკსი (53)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.