ჩაკვეტაძის გოლმა "უოტფორდი" სახლში "კარდიფ სიტისთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]
![ჩაკვეტაძის გოლმა "უოტფორდი" სახლში "კარდიფ სიტისთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/24456de26b8bf164f4d64c2149da9dac-wKEfCU.jpeg)
ჩემპიონშიფის ოცდამეოთხე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფ სიტისთან“ 1:2 დამარცხდა, რომელიც აქამდე ბოლოსწინა, ოცდამესამე პოზიციაზე იმყოფებოდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 23 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. დღევანდელ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore. 6.9, flashscore 6.9, whoscored 6.7.
„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და 1-ელ იანვარს ლონდონში „ქუინზ პარკს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი - კარდიფ სიტი 1:2
გოლები: 0:1 რობინსონი (1), 1:1 ჩაკვეტაძე (38),
1:2 რობინსონი (45)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.