ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შფოთვები აქვს, ნერვიულობს... გარემო თუ არ შეიცვალა, სომატური დარღვევები არ აღდგება" – ექიმი სააკაშვილზე -

სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან – საქართველოს მესამე პრეზიდენტის რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ ექიმები პაციენტის საპატიმროში გადაყვანის რეკომენდაციას არ გასცემენ.
როგორც ექიმმა გიორგი გრიგოლიამ “ტვ პირველს” უთხრა, მართალია მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა (ამჟამად 77,400კგ-ია), თუმცა ნევროლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს მედიცინის თვალსაზრისით ძლევენ აქაური ექიმები, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქო ნევროლოგია რჩება თითქმის იმ დონეზე. შფოთვები აქვს, ნერვიულობს, გარემო არ შესცვლია. თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, არაფრით არ განსხვავდება გარემო, იმ გარემოსგან, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ ეს აღნიშნეს საერთაშორისო დასკვნაში (CPT). გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში ფსიქო ნევროლოგიური მდგომარეობა, რაც მთავარია, რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს, ის სომატური დარღვევები არ აღდგება.”- აცხადებს მედიკოსი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.