სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ.
როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კონსილიუმის წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, ს ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა თითქმის ისეთივე დონეზე რჩება.
მედიკოსის თქმით, სააკაშვილს შფოთვები აქვს და ნერვიულობს.
„კახექსიის მოვლენებს ნელ-ნელა მედიცინის თვალსაზრისით კლინიკის ექიმები უმკლავდებიან, მაგრამ სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის ისევ იმ დონეზე რჩება. შფოთვები აქვს, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით სამედიცინო მომსახურებას, გარემო არაფრით განსხვავდება იმ გარემოსგან, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში. საერთაშორისო დასკვნაში დევს, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია და ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური [მდგომარეობა], რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება მეორეჯერ გამოიწვიოს ისევ ის სომატური დარღვევები, არ აღდგება“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ