ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, შემდეგ სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია - შალვა პაპუაშვილი

ნათქვამია, „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს, ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა გიორგი გახარიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია.
„სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.