შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შუახევის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილობრივებს შემოვლითი გზით შეუძლიათ ისარგებლონ. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„შუახევში, რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც, ბათუმი – ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაც.
გზის აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, შესაძლებელია დაბაძველი-ოქროპილაურის მიმართულებით შემოვლითი გზით სარგებლობა”, – განაცხადეს მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)