არქივი12 დეკემბერი, 2024, 16:51
ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა

ბათუმი - სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვის ლოდი გზაზე მოძრავ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელს დაეცა და დააზიანა.
როგორც ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.