შტატ ჯორჯიაში, სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც

ამერიკის შტატ ჯორჯიაში სკოლაში სროლის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სროლა აშშ-ის შტატ ჯორჯიაში, ქალაქ უანდერში მდებარე აპალაჩის უმაღლეს სკოლაში მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, ამ მომენტისთვის, ოთხი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი, 30-ზე მეტი დაჭრილია.
წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელიც სასკოლო ასაკისაა, ამ მომენტისთვის დაკავებულია, თუმცა უცნობია დადიოდა თუ არა ის აღნიშნულ სკოლაში.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებით, FBI-სა და ATF-ის სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან, რათა დახმარება გაუწიონ ადგილობრივ, შტატისა და ფედერალურ პარტნიორებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.