არქივი11 მარტი, 2025, 13:37
,,გიორგი ჩიკვაიძეს ვინც აშაყირებდა, ახლა მაინც დაიჯერეთ“ – ხატია დეკანოიძე

გიორგი ჩიკვაიძის პატიმრობას ეხმაურება ხატია დეკანოიძე:
,,გიორგი ჩიკვაიძეს ვინც აშაყირებდა, ახლა მაინც დაიჯერეთ – კაცი დააპატიმრეს, რადგან ამხილა სისტემა.
პოლიტკორექტულობის სენმა ანტიისტებლიშმენტური, არაინსტიტუციური პოპულიზმი გაანოყიერა ბევრ ქვეყანაში და შედეგები ვიცით.
ცხვირის აბზუების ფუფუნება არ გავაქვს, პოლიტიკოსის, აქტივისტის თუ უბრალოდ, მებრძოლი ადამიანების ფილტრი დაუშვებელია. მარტო ყველა დამარცხდება.
სოლიდარობა გიორგის!“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.