არქივი28 აპრილი, 2024, 21:38
შსს-ს ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.