ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი, ეკა მიშველაძე ავრცელებს.
„ბუკა დააკავეს, ჯერ-ჯერობით არ ვიცი სადაა და არც ის ვიცი, როგორ არის. მაგრამ დაკავებული რომ არის, დადასტურებულია“, – წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ალექსი პეტრიაშვილი 2012-14 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.