შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მივიდა – მერაბ მალანია შვილის პროცესს დაესწრება (ვიდეო)

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია შვილის პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა.

როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კომენტარს დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შუალედური სხდომაა. ჩემი შვილი ახალ ბრალს არ ეთანხმება, არავინ არ ვეთანხმებით, ეს აბსურდია, ამაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. ეს არის უკანონობა და უსამართლობა, – თქვა მერაბ მალანიამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. 

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.  ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც  ესწრებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?