შსს – პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია შვიდი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და შვიდი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული თ.ჟ., 1977 წელს დაბადებული გ.ზ., 1987 წელს დაბადებული ვ.ა., 1970 წელს დაბადებული კ. ბ. და წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული პ. კ., 1977 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული გ.გ.
„დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს -ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?