ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეცოპერაცია ყვარელში – საცხოვრებელი სახლიდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს

სპეცოპერაცია ყვარელში – საცხოვრებელი სახლიდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს

ყვარელში, საცხოვრებელი სახლიდან ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი ამოიღეს. დაკავებულია 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი: “სამართალდამცველებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი. ასევე, ამოღებულია მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი. პოლიციამ რ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.” | ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.