შსს-მ აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი აქციაზე გამოფენილი ტრანსპარანტები გახდა, წარწერებით – „რუსეთი ოკუპანტია“ და „საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!