შსს: ლიკვიდირებულია 52 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გაგვიხსნა

ლიკვიდირებულია 52 წლის კაცი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.
შსს-ს განცხადების თანახმად, მირზა ალიევმა ცეხლი გაუხსნა სპეცდანიშნულების რაზმს, რომელიც ადგილზე მის ასაყვანად მივიდა. უწყების ცნობით, ინტენსიური სროლის შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი.
შს სამინისტროში თქვეს, რომ პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
ოფიციალური ინფორმაციით, მირზა ალიევი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კაშირის ბრალდებით უდნა აეყვანათ.
უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში 34 პირია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“