ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჭარაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

აჭარაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

აჭარაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.