არქივი3 იანვარი, 2024, 20:24
შსს - „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დავაკავეთ
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ცნობისთვის, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.