ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დავაკავეთ - შსს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია - ამის შესახებ Bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.
ცნობისთვის, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.