შსს – აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა, დაკავებულია 4 პირი

აჭარის პოლიციამ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი გამოავლინა – დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი: 1982 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ც. , 2002 წელს დაბადებული გ.ზ. და 1982 წელს დაბადებული ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოავლინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, -აღნიშნულია ინფორმაციაში

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)