ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს: აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დავაკავეთ

შსს: აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დავაკავეთ

დღეს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განხორციელებული დაკავებების შესახებ შს სამინისტრო კომენტარს აკეთებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს. 2 პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.