ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მანქანა დააზიანა” – შსს

“დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მანქანა დააზიანა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც, მათივე მტკიცებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მანქანა დააზიანა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს”, – წერს შსს.
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზაინებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.