ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს ამტკიცებს, რომ 6 დღეა ბაჩო ახალაიას ხმის ნიმუში ვერ მოიპოვა

შსს ამტკიცებს, რომ 6 დღეა ბაჩო ახალაიას ხმის ნიმუში ვერ მოიპოვა

“გეკას” უწყება, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია.
ბაჩო ახალაია რომ შსს-ში დაიბარეს, ეს ინფორმაცია გუშინ, მისმა მეუღლემ გაავრცელა და დაწერა, რომ მის კუთვნულ ტელეფონზე დაუკავშირდნენ. შსს-ს გუშინ განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც ირკვევა, ხმის ნიმუში, შსს-მ 4 ოქტომბრიდან დღემდე ვერ მოიპოვა, იმ პირის, რომელიც თავად დაკითხა არაერთხელ, გაასამართლა და ციხეშიც ჩასვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.