ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაჩო ახალაია შსს–ში ცუდად გახდა – რამდენი საათი სჭირდება “გეკას” უწყებას ხმის ნიმუშის ასაღებად?

ბაჩო ახალაია შსს–ში ცუდად გახდა – რამდენი საათი სჭირდება “გეკას” უწყებას ხმის ნიმუშის ასაღებად?

ტვ იმედის ცნობით, გამოკითხვის დროს ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის ოთხი საათია იმყოფება ბაჩო ახალაია. შსს ამტკიცებდა, რომ ის ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს მხოლოდ, ეს პირველი შემთხვევაა, სავარაუდოდ, როცა ხმის ნიმუშის აღებას 4 საათი დასჭირდა და თან ხმის ნიმუშის ასაღებად დაბარებული პირი, ცუდად გაუხდათ.
ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირს უარყოფს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.