ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405214726) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
· -პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· -შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:
· -ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
· -უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· -შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37მ, მე-8 სართული, ოთახი N5 (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.