ამომრჩეველთა უფლებების დაცვის რუსული საზოგადოებრივი მოძრაობა „გოლოსი“ საქმიანობის წყვეტს

ამომრჩეველთა უფლებების დაცვის რუსულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „გოლოსმა“ საქმიანობა შეწყვიტა, – შესაბამის განცხადებას მისი მენეჯმენტი აქვეყნებს.
„მადლობა ყველას, ვინც მრავალი წლის განმავლობაში თავისი დრო და ენერგია დაუთმო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეფექტური ინსტიტუტები და სამართლიანი ყოფილიყო. „გოლოსის“ მიზანი არასდროს ყოფილა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რადგან არჩევნებზე დაკვირვება არ არის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ რუსეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებაა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „გოლოსის“ თანათავმჯდომარის, გრიგორი მელკონიანცის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მიიღეს, რომელიც მაისში მოსკოვის ბასმანიის სასამართლომ გამოიტანა: საერთო რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა რუსეთში „არასასურველი“ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების ბრალდებით.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არჩევანს არ ტოვებს, რადგან ის სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ „გოლოსის“ ყველა მონაწილეს, არამედ იმ ადამიანებსაც კი, ვინც უბრალოდ კონსულტაცია და იურიდიული დახმარება ითხოვა“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
მათი მტკიცებით, გრიგორი მელკონიანცის დაპატიმრებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – „გოლოსის“ გაჩუმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს