შონ „დიდი“ კომბსი სასამართლოს გირაოს ახალ თანხას სთავაზობს – რეპერის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ.
ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინა პატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით.
ცნობისთვის, შონ კომბსი რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნეს-იმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა.
როგორც „როიტერი“ წერს, რეპერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სამჯერ უთხრეს უარი. მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თვითმხილველებზე.
ამასთან, -ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა, რომელიც რეპერის სისხლის სამართლის საქმეს ზედამხედველობს, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შონ კობსი და მისი დაცვის მხარე ითხოვდნენ, რომ ბრალდების მხარეს აკრძალვოდა საქმეზე საჯაროდ საუბარი.
შონ კობსის სასამართლო პროცესი 5 მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი