დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ახალ პოლიტიკურ პარტნიორად გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, 68 წლის ფრიდრიჰ მერცი იქნება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო დღის წესრიგში ცვლილებების პირველ თვალშისაცემ მოვლენაზე წერს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ცვლილებები მოსალოდნელია გერმანიაში, სადაც ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააჟღერა ინიციატივა 2025 წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სავარაუდოდ გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და ბუნდესტაგის წევრი ფრიდრიჰ მერცი გერმანიის ახალი კანცლერი იქნება.
-ს არჩევნების შედეგების შემდეგ, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააჟღერა ინიციატივა 2025 წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვინაიდან არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია ჩიხშია შესული, ხოლო ამერიკის ახალ პრეზიდენტს გერმანიაში ახალი “ვიზ-ა-ვი” სჭირდება. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ახალ პოლიტიკურ პარტნიორად 68 წლის ფრიდრიჰ მერცი იქნება – გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და ბუნდესტაგის წევრი.
კრისტიან ლინდნერმა უკვე წაუყენა შოლცს ბრალი, რომ მას არ შეუძლია შესთავაზოს ქვეყანას ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დააკმაყოფილებს კრიზისში მყოფი გერმანიის საჭიროებებს. კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა კანცლერის მოთხოვნა, რომ ფინანსთა მინისტრმა უარი თქვას დაბალანსებულ საბიუჯეტო წესზე („ვალების მუხრუჭზე“), რომელიც 15 წლის წინ იქნა მიღებული და დეფიციტის ზრდის თავიდან ასაცილებლად იყო შექმნილი. მზარდი ხარჯების დაფარვის სხვა გზა მთავრობამ კი ვერ მონახა. ფინანსთა მინისტრმა კატეგორიული უარი თქვა შოლცის მოთხოვნის შესრულებაზე და გერმანიას კრიზისიდან გამოსვლის გამოსავალი შესთავაზა – 2025 წლის იანვარში ვადამდელი არჩევნების სახით,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას