არქივი21 დეკემბერი, 2024, 11:09
შოლცი ახლავე უნდა გადადგეს - ილან მასკი საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

შოლცი ახლავე უნდა გადადგეს - ილან მასკი საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება
ილან მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის ამაში პასუხისმგებლობას გერმანიის კანცლერს აკისრებს.
როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.
„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, - წერს ილან მასკი.
ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.