არქივი21 დეკემბერი, 2024, 10:09
ილონ მასკი - შოლცი ახლავე უნდა გადადგეს - არაკომპეტენტური მასხარა

ილონ მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.
„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, - წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.