არქივი30 მარტი, 2025, 12:33
შმაგი სამხარაძე: სირიაში ქრისტიანი ქალი მინისტრად დაინიშნა. რუსები ამას არ გეტყვიან, გაჭმევენ ტყუილს თითქოსდა ქრისტიანებს ჯვარზე გაკრულს ხვრეტდნენო და თქვენც დანა-ჩანგლით ჭამთ

"სირიაში ქრისტიანი ქალი მინისტრად დაინიშნა.
რუსები ამას არ გეტყვიან, გაჭმევენ ტყუილს თითქოსდა ქრისტიანებს ჯვარზე გაკრულს ხვრეტდნენო და თქვენც დანა-ჩანგლით ჭამთ.
იმიტომ რომ საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას გირჩევნიათ გარუსება.
2014შიც ჭამეთ რუსების ტყუილი, თითქოსდა სლავიანსკში უკრაინელმა “ფაშისტებმა” 3 წლის ბავშვი გააკრეს ჯვარზე.
ქრისტიან ადამიანს ათი მცნება უნდა გახსოვდეს და არ კადრულობდე ტყუილს და ცილისწამებას, რამეთუ დაისჯები, აქ თუარა იქ უეჭველი.
მარა მე მგონია რო აქაც.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
სირიელი ქრისტიანი მინისტრი ქალის ფოტო," - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე.
ჰინდ ქაბავათი

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.