ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. მასში პირველად შეიყვანეს ქალი

სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. მასში პირველად შეიყვანეს ქალი

სირიის ისლამისტმა გარდამავალმა პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარამ ახალი მთავრობა შექმნა. მასში 22 წევრია. ახალი მთავრობა შეცლის გარდამავალ მთავრობას, რომელმაც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, დამხობილი ბაშარ ასადის მთავრობის მოვალეობები გადაიბარა დეკემბერში.
ახალ კაბინეტში შეიყვანეს სირიის სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ცნობილი პირი, სამაშველო ორგანიზაციის - “თეთრი ჩაფხუტების” ხელმძღვანელი, რაედ ალ-სალეჰი - ის საგანგებო ვითარებათა მინისტრის გახდა.

სირიის მთავრობაში პირველად მოხვდა ქალი: ქრისტიანი ჰინდ კაბაუატი, რომელმაც სოციალური და შრომის სამინისტრო ჩაიბარა. სირიის და კანადის მოქალაქის - ქალის მინისტრის პოსტზე დანიშვნა ისლამისტი მმართველების გზავნილი შეიძლება იყოს დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც უმცირესობების და ქალების სირიის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას ითხოვენ.
მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადი განდევნეს, ინარჩუნებენ მთავარ - საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებს. მეამბოხეთა კიდევ ერთი მეთაური, რომელიც დღემდე უსაფრთხოების მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.
პრემიერმინისტრს სირიაში არ აირჩევენ, სავარაუდოდ, მთავრობას გარდამავალი პრეზიდენტი, ალ-შარა უხელმძღვანელებს.
მან თქვა, რომ სურს სტაბილური და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. გარდამავალი კონსტიტუცია ითვალისწინებს შემდეგ არჩევნებს ხუთ წელიწადში.
წყარო: რადიო თავისუფლება

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.