ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შმაგი სამხარაძე: გუშინ ბევრს ეგონა, რომ პუტინი ისევ ძალის, გამარჯვების და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დემონსტრირებას მოახდენდა. მაგრამ რეალურად სულ სხვა რამე ვნახეთ

შმაგი სამხარაძე: გუშინ ბევრს ეგონა, რომ პუტინი ისევ ძალის, გამარჯვების და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დემონსტრირებას მოახდენდა. მაგრამ რეალურად სულ სხვა რამე ვნახეთ
„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე: 
გუშინ ბევრს ეგონა, რომ პუტინი ისევ ძალის, გამარჯვების და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დემონსტრირებას მოახდენდა.
მაგრამ რეალურად სულ სხვა რამე ვნახეთ.
აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე.
რიტორიკა, სადაც უფრო მეტად იგრძნობოდა წყენა და უკმაყოფილება - ფინეთზე, ნატოზე, მეზობელი ქვეყნების არჩევანზე.
მინიშნებები სომხეთზე და აშკარა ნერვიულობა იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ნელ-ნელა რუსეთის გავლენიდან გადის.
და მთავარი - ომი, რომელიც „რამდენიმე დღეში“ უნდა დასრულებულიყო, უკვე თავად კრემლისთვისაც გამოფიტვის ომად იქცა.
გუშინდელი აღლუმი უფრო ჰგავდა არა თავდაჯერებული ძალის დემონსტრირებას, არამედ გადაღლილი იმპერიის მცდელობას, შეინარჩუნოს ძველი გავლენები.
და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის.
რადგან რეგიონში დიდი ცვლილებების დრო ახლოვდება.
და ამ ცვლილებებს ჩვენ უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, მშვიდად, თავისუფლად და ისე, როგორც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ეკადრება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.