,,შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სარკასტულ პოსტს აქვეყნებს:

,,შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს. მისი აზრით, ეს უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე, როცა მამა ისევ ჩაიკრავს გულში და მერე ორივე იტირებს. ისინი ცრემლით გამოისყიდიან ამ სასჯელს. ეს ასკეტიზმის, უფრო მეტიც, მარტვილობის ერთგვარი ფორმაა, რაც დიდი სიბრალულით უნდა დასრულდეს. ეს სიბრალული კი ბიძინას გულში უნდა დაიბადოს. სიბრალული, მოგეხსენებათ, ისეთი გრძნობაა, ნებისმიერს გატეხს. შეცოდებაში არ აგერიოთ, სიბრალული უფრო ღრმა ცნებაა.

სერიოზული ფენომენია. იმის ნაცვლად ამ მოვლენას იკვლევდეთ, დგახართ და ქილიკობთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია