პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმ თემს კადრის ღამის დღესასწაულს ულოცავს, სიკეთეს და მათ მშვიდობას უსურვებს.
„29/31 მარტსა და 2 აპრილს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კადრის ღამეს აღნიშნავენ, რომელიც მარხვის თვის, რამადანის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ, რადგან იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა“,-ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მილოცვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.