არქივი25 მარტი, 2024, 06:39
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის (იმამ ჰასან იბნ ალი ალ-მუჯთაბა), იმამ ჰუსეინის ძმის და წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ ჰასანი იყო შიიტების მე-2 იმამი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს ულოცავს და მათ მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.