ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის დაბადების დღეს აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს შიიტი მუსლიმები იმამ ჰასანის (იმამ ჰასან იბნ ალი ალ-მუჯთაბა), იმამ ჰუსეინის ძმის და წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ ჰასანი შიიტების მე-2 იმამი იყო.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტური მიმდინარეობის მუსლიმ თემს იმამ ჰასანის დაბადების დღეს და მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.