ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სადებიუტო ბუნდესლიგური გოლი დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე - ზივზივაძე დღეს 31 წლის გახდა და "ჰაიდენჰაიმში" პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

სადებიუტო ბუნდესლიგური გოლი დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე - ზივზივაძე დღეს 31 წლის გახდა და "ჰაიდენჰაიმში" პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმეე საათით ადრე თავის თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და სადებიუტო ბუნდესლიგური გოლიც გაუტანა.
"ჰოფენჰაიმთან" 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავი კლუბს ქულა მოუტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს
ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა.
ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ", - აღნიშნა ზივზივაძემ.
Sportall.ge-ს სახელით ვულოცავთ ზივზივაძეს დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.