ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი, ალენ ბერსე ავრცელებს.
„აქცენტი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენასა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიან მხარდაჭერაზე გაკეთდება“, - წერს ბერსე X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.