მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. მაია სანდუმ პატივი მიაგო “ღირსების რევოლუციის” დროს დაღუპულთა ხსოვნას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის მეუღლესთან ერთად პატივი მიაგო “ღირსების რევოლუციის” დროს დაღუპულთა ხსოვნას.

“დღეს აღინიშნება 10 წელი ევრომაიდნის დაწყებიდან, რომელიც განმსაზღვრელი მომენტი იყო უკრაინის ევროპული გზისა. ვოლოდიმირსა და ელენა ზელენსკაიასთან ერთად მე პატივი მივაგე ყველას, ვინც იცავდა თავისუფლებას და მათ, ვინც სიცოცხლე შესწირეს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).
სანდუმ ასევე განაცხადა, რომ კიევში დაგეგმილია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯების, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე ევროკავშირის რეფორმებისა და განვითარების შემდგომი მხარდაჭერის საკითხების განხილვა.
· 21 ნოემბერს უკრაინაში აღინიშნება ღირსებისა და თავისუფლების დღე;
· 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებსაც მოედო. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს