ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი ამ ეტაპზე მიწვეული არ არის

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი ამ ეტაპზე მიწვეული არ არის.
შვეიცარიის მთავრობის ცნობით, იგი რუსეთის მიწვევისთვის ყოველთვის მზად იყო, მაგრამ მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პირველ სამიტში მონაწილეობით დაინტერესებული არ იყო.
„შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს. რუსეთის გარეშე სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია“, - ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, იანვარში შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებდა. შვეიცარიაში მოლაპარაკებები 15-16 ივნისს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.