ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინის „სერიოზული“ სამშვიდობო წინადადებებისთვის

სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს „სერიოზული“ წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ არსებული „რეალობის“ და მოსკოვის უსაფრთხოების შეშფოთების საფუძველზე.
ამის თაობაზე 3 მაისს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინამ პირობა უნდა დადოს, რომ მომავალში სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.
ეს პირობები იმავე შინაარსისაა, როგორზეც უკრაინამ წარსულში ადრე არაერთხელ თქვა უარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.