შვედი დეპუტატი კირცხალიას პასუხობს: საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს

შვედი დეპუტატი გუსტაფ გოტბერგი “ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას პასუხობს.

როგორც შვედი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ოცნების“ წევრი, საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფის თქმას ამჯობინებს“.

“საქართველო კრემლის მიერ შთაგონებული კოშმარის გზაზეა. გზა გაკვალულია ქართველების თვითნებური დაპატიმრებებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებითა და საერთაშორისო იზოლაციით. ეს პარლამენტის წევრი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფის თქმას ამჯობინებს. ძალიან უხერხულია.”,- წერს შვედი დეპუტატი.

 

ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შვედეთში “კრიმინალის დონით” შეშფოთებულია. მისი თქმით, შვედეთის მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

კირცხალიამ უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ შვედეთმა მხარი დაუჭირა საქართველოში “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად