ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეჟიმს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილი აქვს - მერცი ირანზე

ირანის რეჟიმს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილი აქვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი რწმენა იგივეა: რეჟიმის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობითა და ტერორით ებღაუჭება ძალაუფლებას, დღეები დათვლილია. ეს შეიძლება კვირების საკითხი იყოს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვისთვის არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
რეჟიმის წინააღმდეგ ბოლო დემონსტრაციების დროს გარდაცვლილთა რიცხვი თუ ხუთნიშნა იყო, ეს აჩვენებს, რომ მოლების რეჟიმს მხოლოდ პირდაპირი ტერორით შეუძლია ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას”, - განაცხადა მერცმა.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.