არქივი9 იანვარი 2026, 23:56
შვედეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

შვედეთში დააკავეს 33 წლის კაცი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი - იუწყება ქვეყნის პროკურატურა.
"წინასწარი გამოძიება ადრეულ ეტაპზეა. მოცემულ მომენტში გამოძიება მიანიშნებს, რომ ეჭვმიტანილმა კავშირი დაამყარა რუსეთის დაზვერვასთან" - განაცხადა პროკურორმა მატს იუნგკვისტმა. ეჭვმიტანილის სახელს არ აცხადებენ.
ეჭვმიტანილი 4 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ იგი ცენტრალურ შვედეთში ცხოვრობს. გამოცემა Expressen-ი წერდა, რომ, გამოძიების ვერსიით, იგი ჯაშუშობაში ჩართული იყო 2022 წლიდან დაკავების მომენტამდე. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.